Sunday, November 11, 2018




სსიპ ქალაქ თბილისის N 207 საჯარო სკოლა 

წრის  დასახელება  -   „სანგვინიკები“
წრის მიზანი: მოამზადოს მოსწავლეები სკოლის გამოსაშვები  გამოცდებისთვის ბიოლოგიაში,  დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობების  გამოვლენასა და  წარმატების მიღწევაში.
პროფილი/ დისციპლინა-ბიოლოგია
წრის ხელმძღვანელი- ბიოლოგიის პედაგოგი : მარინე გვასალია

აქტუალურობა-საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა ესგ-თ გათვალისწინებულ საგნებში,  კერძოდ, მოხდება  ფოკუსირებული სწავლება  XI კლასში სკოლის გამოსაშვები გამოცდებისთვის ბიოლოგიაში.
წრეში  სწავლების მეთოდოლოგია ბუნებრივია  ტიპური საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავდება  და  არ ითვალისწინებს მოსწავლის შეფასებას.
 საწრეო შეხვედრების ფარგლებში  და მიმდინარე პროცესში მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და  საჭიროებების გათვალისწინებით,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და დაეხმარება მათ  სასურველი შედეგის მიღწევაში.
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს ბიოლოგიის,როგორც საგნის პოპულარიზაციას,გარკვეული საკითხების სიღრმისეულ ათვისებას. მოსწავლე თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებს ლოგიკურ მსჯელობას,უკეთესად  გაიაზრებს არაერთ ბიოლოგიურ პროცესსა თუ მოვლენას.
  ბაქტერიები და ვირუსები,მათი თავისებურებები,ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები, მუტაციები,მათი გამომწვევი ფაქტორები,მუტაციური დაავადებები,მცენარეული და ცხოველური უჯრედი,ბიო ურთიერთობები, გენეტიკური ამოცანების ამოხსნა,ადამიანის სასუნთქი,საყრდენ-მამოძრავებელი,სისხლის მიმოქცევის,საჭმლის მომნელებელი,ნერვული,ენდოკრინული,ექსკრეტორული სისტემები....მიტოზი,მეიოზი,უსქესო და სქესობრივი გამრავლება,ეკოლოგია,ბიოტა და აბიოტური ფაქტორები,ანთროპოგენის გავლენა ეკოსისტემაზე.............- ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და საინტერესოა ისეთ თემებზე მუშაობა, რომლებიც ბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან დაკავშირებას მოითხოვს. როდესაც მოსწავლე ხედავს მეცნიერების კავშირს ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან, ეს საგანი მისთვის უფრო საინტერესო და გასაგები,საყვარელი ხდება. ყოველივე კი თავისთავად ბიოლოგიის სწავლების ახალი,მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების ძირითად პრინციპებს  ითვალისწინებს და ეხმიანება.


საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა -2018-2019 სასწავლო წლის I- II სემესტრი
შეხვედრების განრიგი - კვირაში ერთი საათი
მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი -XI კლასი(რუსული სექტორი)
მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში -10-15 მოსწავლე
შეხვედრის დრო - ხუთშაბათი


სსიპ ქალაქ თბილისის N207  საჯარო სკოლის ბიოლოგიის წრე
„სანგვინიკები“-ს    სამუშაო გეგმა

N
თემის დასახელება
საკითხთა ჩამონათვალი


შეხვედრის თარიღი
საათების რაოდენობა
რესურსი
1
პირველი სამუშაო შეხვედრა
მოსწავლეებს გავაცანი საწრეო  მუშაობისა  და  ჩვენი შეხვედრების მიზანი.
მოსწავლეებთან ერთად დავგეგმეთ შეხვედრების განრიგი.
განვიხილეთ საორგანიზაციო საკითხები.
4.10
1 საათი
პრეზენტაცია
სლაიდი
„კარდია“
ბუშტები
2

უჯრედის აგებულება





მცენარეული უჯრედი
პრო და ეუკარიოტული უჯრედები

პლაზმური მემბრანა,ბირთვი,მიტოქონდრია,ქლოროპლასტი,ენდო ბადე,გოლჯის კომპლექსი,რიბოსომა,ცენტრიოლი,ლიზოსომა

მსგავსება და განსხვავება მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის

ილუსტრაციაზე ამოცნობა და ფუნქციები
11.10
18.10
 1 საათი
სლაიდი-ცხოველური და მცენარეული უჯრედი

ფორმატი
ბუშტები
ბადე
ფერადი ქაღალდები
მარკერები
3
სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები
ვირუსები; აგებულება და გამრავლება; ვირუსული დაავადებები

25.10
1 საათი
ვიდეო-„ვირუსი“
4
უჯრედული ციკლი
ინტერფაზა და მიტოზი

ფაზების ამოცნობა და ერთმანეთისგან განსხვავება
მათი თანმიმდევრობით დალაგება
1.11
1 საათი
ვიდეო- უჯრედის მიტოზური გაყოფა
ნახატები
5
უჯრედის ქიმიური შედგენილობა

ცილები,ცხიმები,ნახშირწყლები,ნუკლეინის მჟავები

ქიმიური აგებულება,თვისებები,ბიოლოგიური ფუნქციები
8.11
15.11
1 საათი
დაფა,ცარცი
სლაიდი-ცილის ბიოსინთეზი

6
უსქესო გამრავლება

უსქესო გამრავლების ფორმები-გაყოფით,დაკვირტვით,სპორებით,ფრაგმენტაციით,ვეგეტატიური

22.11
1საათი
ნახატები
დაფა
ცარცი
7
ნივთიერებათა ცვლა უჯრედში
ცილის ბიოსინთეზი
ტრანსკრიპცია,ტრანსლაცია
29.11
6,12
1საათი
დაფა
ცარცი
სლაიდი-ცილის ბიოსინთეზი

8
მემკვიდრეობითობის კანონზომიერებები


პირველი თაობის ერთგვაროვნების კანონი
დათიშვის კანონი
ალელურ გენთა ურთიერთქმედება
სრული და არასრული დომინირება

სქესთან შეჭიდული ნიშან-თვისებების მემკვიდრეობა
ამოცანების ამოხსნა


13.12
20.12
27.12
1საათი
სლაიდი
“გენეტიკური ამოცანები“
ფერადი ფურცლები
პეპლები
ფერადი მაგნიტები
დაფა,ცარცი
ამოცანების კრებული გენეტიკაში
9
მემკვიდრეობითობის კანონზომიერებები
გენთა დამოუკიდებლად დამემკვიდრების კანონი
ამოცანების ამოხსნა


17.01
1საათი
სახელმძღვანელო-ბიოლოგია საატესტატო გამოცდებისთვის
10
მემკვიდრეობითობის კანონზომიერებები
მემკვიდრული-მუტაციური
(გენური,ქრომოსომული,გენომური ) ცვალებადობა
24.01
1საათი
სლაიდი- “მუტაცია და მისი სახეები“
11
მოძრაობა

ჩონჩხი და ჩონჩხის  კუნთები
სისტემის  მნიშვნელობა
ჩონჩხი,აგებულება,ფუნქციები,ძვალთა შეერთების ადგილები

ჩონჩხის მაკეტზე ძვლების ამოცნობა
31.01
7.02
1საათი
სლაიდი-ადამიანის ძვლოვანი სისტემა
ჩონჩხის მაკეტი
12
საკვები და საჭმლის მონელება
ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება
ცალკეული ნაწილის ფუნქციები

სისტემის ორგანოების ნახატზე,ილუსტრაციაზე ამოცნობა
14.02
1საათი
ვიდეო-ადამიანის კვება
ნახატები
ფერადი ფურცლები
13



სისხლი და სისხლის მიმოქცევა


სისხლის შედგენილობა-ფორმიანი ელემენტები და პლაზმა და  მათი ფუნქციები
გულის  აგებულება

სისხლის მიმოქცევის წრეები

სისტემის ორგანოების ილუსტრაციაზე ამოცნობა

21.02
28.02
1საათი
სლაიდი-სისხლი და მისი შედგენილობა
ვიდეო მასალა
საღებავები,ფუნჯი
,სახვევი,ბუშტები
ფერადი მაგნიტები
14
სასუნთქი სისტემა
სასუნთქი სისტემის ნაწილების აგებულება და ფუნქციები

სისტემის ორგანოების ილუსტრაციაზე ამოცნობა
7.03
1საათი
ვიდეო მასალა-
ადამიანის სასუნთქი სისტემა
ნახატები
სასუნთქი სისტემის ხელნაკეთი მაკეტი
15
მარეგულირებელი და მაკონტროლირებელი სისტემები:
) ენდოკრინული სისტემა
ბ) ნერვული სისტემა
სისტემის მნიშვნელობა. შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები (ფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმელზედა, ჰიპოფიზი) და მათ მიერ გამომუშავებული ჰორმონები (თიროქსინი, ინსულინი, გლუკაგონი, ადრენალინი, სომატოტროპინი,
ენდოკრინული ჯირკვლების ჰიპერ- და ჰიპოფუნქციით გამოწვეული დაავადებები. სისტემის ნაწილები. (ზურგისა და თავის ტვინი) (სომატური და ავტონომიური) სისტემის აგებულება და ფუნქციები. რეფლექსური რკალი.
14.03
21.03
28.03

1საათი
ვიდეო- „ადამიანის თავის ტვინი“
სლაიდი-„ნეირონის აგებულება“
16
შარდგამომყოფი სისტემა
სისტემის ორგანოების აგებულება და ფუნქციები; მათი ამოცნობა.

4.04
1საათი
სახელმძღვანელი
დაფა
ცარცი
17
მფარავი სისტემა
აგებულება და ფუნქციები
11.04
1საათი
პლაკატი
18
შეგრძნების ორგანოები
მხედველობის ორგანოს აგებულება და ფუნქცია. ახლომხედველობა და შორსმხედველობა. სმენის ორგანოს აგებულება და ფუნქცია. წონასწორობის ორგანო
18.04
25.04
1საათი
ვიდეო-„ადამიანის თვალი“
„ადამიანის ყური“
19

რეპროდუქციული სისტემა

 მამაკაცისა და ქალის სასქესო ორგანოები, აგებულება და ფუნქციები. სასქესო ჰორმონების (ანდროგენები, ესტროგენები, პროგესტერონი) მნიშვნელობა.

2.05
1საათი

20
სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები
ატომების,მოლეკულური,ქსოვილური,ორგანოთა,ორგანოთა სისტემების,ორგანიზმული,სახეობრივ-პოპულაციური,თანასაზოგადოების,ეკოსისტემური დონეები
9.05
1 საათი
სახელმძღვანელი
დაფა
ცარცი
21
სიცოცხლის ძირითადი ნიშნები


კვება,სუნთქვა ,გამოყოფა,გამრავლება,ზრდა-განვითარება,მოძრაობა,გაღიზიანებადობა
16.05

1 საათი
დაფა
ცარცი
22
ეკოლოგიური ფაქტორები

აბიოტური და ბიოტური ფაქტორები

ცოცხალ ორგანიზმთა ურთიერთქმედების ფორმები
პარაზიტიზმი,ნეიტრალიზმი,სიმბიოზი,კონკურენცია,მტაცებლობა

ანთროპოგენური ფაქტორები

ურთიერთდამოკიდებულების ფორმების ერთმანეთისგან გარჩევა,შედარება

23.05
1 საათი
სლაიდი-ურთიერთობის ფორმები თანასაზოგადოებაში
23
კვების ტიპები




კვებითი ჯაჭვები

ავტოტროფები,ჰეტეროტროფები

პროდუცენტი,კონსუმენტი,რედუცენტი


კვებითი ჯაჭვი, კვებითი ქსელი
30.05
1 საათი
სლაიდი-კვებითი ჯაჭვი

24

შემაჯამებელი
შეხვედრები

 ტესტური დავალებები და მათი ნიმუშები საატესტატო გამოცდებისთვის


6.06

1 საათი

სახელმძღვანელო
25










შემაჯამებელი
შეხვედრები


ტესტური დავალებები და მათი ნიმუშები საატესტატო გამოცდებისთვის

13.06
1 საათი










სახელმძღვანელო










1 comment:

  1. წარმატებები ყველგან,ყოველთვის და ყველაფერში....

    ReplyDelete